ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ჩვენი კომპანიის საიტზე, ჩვენ ვართ  ლიფტებისა და ესკალატორების წამყვანი მსოფლიო მწარმოებელი GOTS-ELEVATOR-ის ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ, რომ გთავაზობთ ინოვაციურ და სანდო ვერტიკალური ტრანსპორტის გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს.

კომპანია GOTS-ELEVATOR-ს აქვს ხანგრძლივი ისტორია იდეალური და ხარისხიანი ლიფტებისა და ესკალატორების წარმოებაში, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებითა და გერმანელ და ამერიკელ მსოფლიო სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ქმნის მაღალი ხარისხის საიმედო და კომმფორტულ პროდუქტებს. GOTS-ELEVATOR შედის ლიფტების საუკეთესო მწარმოებლების ჩამონათვალში და არის ლიდერი ლიფტების პროდუქციაში მსოფლიო ბაზარზე.

კომპანია დამოუკიდებლად პროექტირებს, აწარმოებს, ამონტაჟებს და ასევე ახორციელებს ტექნიკურ მომსახურებას და მხარდაჭერას ჩვენი პროდუქციისთვის. ჩვენ ავაშენეთ 110 მეტრი სიმაღლის საცდელი კოშკი ექვსი საცდელი შახტით და დავაყენეთ ულტრათანამედროვე ლიფტები 8 მეტრი წამში სიჩქარით. GOTS ELEVATOR-ს აქვს შვიდი ქარხანა ჩინეთის ტერიტორიაზე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტებისთვის სწრაფი და ხარისხიან წარმოებას. კომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ გუანჯოუში ერთ-ერთი ქარხნის ფართობი შეადგენს 660,000 კვადრატულ მეტრს, წლიური წარმოების მოცულობა კი 15,000 ლიფტსა და ესკალატორს.

ჩვენი დისტანციური მონიტორინგისა და მართვის სისტემა საშუალებას იძლევა მივიღოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჟებული ლიფტების აღჭურვილობის მდგომარეობაზე. დისპეტჩერიზაციის სისტემა, რომელიც მუშაობს 24/7 და ცხელი ხაზი “one call” საშუალებას გვაძლევს ოპერატიულად დამუშავდეს ყველა კლიენტის მოთხოვნა რეალურ დროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენს საწარმოო ქარხნებში მუშაობს 200-ზე მეტი ინჟინერი და 1500-ზე მეტი ავტომატური დანადგარები და აღჭურვილობა. ჩვენ ვაწარმოებთ სამგზავრო ლიფტებს, სატვირთო ლიფტებს, პანორამულ ლიფტებს, სამზარეულო ლიფტებს, ვილა ლიფტებს, ავტოსადგომების ლიფტებს, ესკალატორებს და ტრავოლატორებს.

GOTS ELEVATOR წარმატებით აწარმოებს ურედუქტორო ძრავებს და ასევე მართვის პანელებს მათთვის. ამ ტიპის ძრავები გამოიყენება რობოტებში, კოსმოსურ აღჭურვილობაში, დისტანციური მართვის მანქანებში და სამრეწველო ავტომატიზაციის სისტემებში.